„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურა განვითარდეს“

ფოთში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

„ჩვენი მთავრობა – -პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკური გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში განვითარდეს საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურა, თითოეული პორტი და შეიქმნას ახალი პორტები.  ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს, გააძლიეროს და განავითაროს თავისი ადგილი ჩვენს ევრაზიულ კორიდორში, რეალურად გავხდეთ ჰაბი, დღევანდელი პროექტი ამისი ნათელი მაგალითია. პროექტის ფარგლებში ახალი სამუშაო ადგილების შეიქმნება “, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC-ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება.

 

კომენტარები