„ყველა განსაცდელს, ყველა შიშს, ყველა მუქარას ყოველთვის სძლევდა ქრისტეს სიყვარული, თუ ეს გვაქვს, ყველაფერს დავძლევთ“ – მეუფე შიო

სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვა აღავლინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.

„ყველა განსაცდელს, ყველა შიშს, ყველა მუქარას ყოველთვის სძლევდა ქრისტეს სიყვარული, თუ ეს გვაქვს, ყველაფერს დავძლევთ, თუ არ გვაქვს, ვეცადოთ, რომ მოვიპოვოთ“,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, უნდა განიხილოს თუ არა საპატრიარქოს ზნეობრივმა კომისიამ ყინწვისში მომხდარი ფაქტი, მეუფემ განაცხადა:

„ამ საკითხზე გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ. ვერ გეტყვით, როგორ დასრულდება საკითხი, იმისდა მიხედვით მერე მოგახსენებთ“.

კომენტარები