„ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული – არის შემთხვევები, – კომპანიები თანამშრომელთა დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას მალავენ“ – გიორგი გახარია

-„იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა დიდი რაოდენობა დასაქმებულების დაინფიცირდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, , ბოლო 6-7- თვის განმავლობაში, ყველანაირად ვუდგევართ ბიზნესს გვერდით, ისევე, როგორც სოციალური თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებს. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. შემთხვევა იყო, როდესაც რამდენიმე კომპანიამ სცადა რაღაც, შეფერილობებით, თითქოს პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა რომ გაეგრძელებინათ. პირადად გეუბნებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული. ეს შემთხვევები თუ გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის შსს საქმე, ყველაგან აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები