„ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო, იმიტომ ვარ, რომ სამშობლოს ვკარგავ“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში საკუთარ სახლში ქართველ ახალგაზრდებს უმასპინძლა.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

„ეს არის პრელუდია საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ.

წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც იძახის, შემდეგი მე ვარო. მინდა ყველას გვესმოდეს, სად ვართ. ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო. იმიტომ ვარ, რომ სამშობლოს ვკარგავ. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი ქვეყანა, ზუსტად ვიცი, რომ იქნება წარმატებული, არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ პროვოკაციას. უნდა ვიყოთ მშვიდები, რუსებს საბაბი არ უნდა მივცეთ სამხედრო ჩარევის და არც სუვერენიტეტის გაუქმების. რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს აკეთებს 2019 წელს.

ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნები და ყველაფერი წაგებული აქვს, რაც არ უნდა ყირაზე დადგეს და ბარემ ბოლომდე გამოაცხადებს დიქტატურას. პრემიერად დაინიშნა გიორგი გახარია. გახარია რუსეთის ღია აგენტია. ამერიკელებმა უთხრეს, არ დანიშნოთო. შემთხვევითი ხომ არ არის, ამერიკის ელჩი დანიშნეს მეორე დღეს, რაც გახარია წამოაყენეს. ძალიან მაღალ ტონში იყო საუბარი ამერიკის და ივანიშვილის წარმომადგენელებს შორის ამ თემაზე, რას აკეთებთ, თქვენ გიჟები ხომ არ ხართო, მაგრამ ეს ივანიშვილისთვის სულერთია“.

 

კომენტარები