„ყველა მოსაზრება კვლავაც მოსაზრების დონეზეა. საბოლოო სურათი გამოიკვეთება დასკვნის“ – თამარ გაბუნია (მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე)

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას ველოდებით, მანამდე ყველა მოსაზრება კვლავაც მოსაზრების დონეზეა. საბოლოო სურათი გამოიკვეთება დასკვნის შემდეგ.

რეგულირების სააგენტოს მოკვლევა ჩატარებული აქვს, ექსპერტიზას სამხარაულის დასკვნასთან ერთად გაივლის. რეგულირება აკეთებს დოკუმენტური ფაქტების მიმოხილვას, მაგრამ დოკუმენტური ფაქტები იმისთვის საკმარისი არ არის, საბოლოო ფაქტები ჩამოყალიბდეს“.

კომენტარები