„ყველა სახის დახმარებას გავუწევთ საქართველოს, საქართველოს მომავალი წევრობა საქართველოსა და ალიანსის 30 წევრზე…“ – ესტონეთის პრეზიდენტი

ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის განცხადებით:

-„ესტონეთი მზად არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმების დახმარებაში დაეხმაროს. მხოლოდ საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების გადასაწყვეტია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია.

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დღესაც განვიხილეთ იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე. როგორ შეგვიძლია, ესტონეთი საქართველოს დაეხმაროს? ყველა სახის დახმარებას გავუწევთ საქართველოს, რაც საჭიროა კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. საქართველოსა და ალიანსის 30 წევრზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი წევრობა. უკრაინასთან ერთად, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ სიტუაციას და ვცდილობთ, დავეხმაროთ ამ სახელმწიფოებს ნატოს მოთხოვნების დაკმაყოფილებაში“.

კომენტარები