„ყველა უბედურება მოდის იქიდან, რომ ჩვენ ვეკითხებით ჩვენს მოძღვარებს, რომლებიც დადგენილნი არიან ჩვენს სახელმძღვანელოდ, მოძღვარნი კი არ ეკითხებიან ღმერთს, როგორ მოიქცნენ. ადამს რომ ეკითხა ღვთისთვის, როცა ევამ ნაყოფი მიაწოდა“- ღირსი მამა სილუანე ათონელი

-„ყველა უბედურება მოდის იქიდან, რომ ჩვენ ვეკითხებით ჩვენს მოძღვარებს, რომლებიც დადგენილნი არიან ჩვენს სახელმძღვანელოდ, მოძღვარნი კი არ ეკითხებიან ღმერთს, როგორ მოიქცნენ. ადამს რომ ეკითხა ღვთისთვის, როცა ევამ ნაყოფი მიაწოდა, არ შეცოდავდა, უფალი აპატიებდა მას. მე ჩემზეც გეტყვით ყველა ჩემი ცოდვა და შეცდომა იმიტომ იყო, რომ განსაცდელისა და საჭიროების შემთხვევაში არ მოვუწოდებდი ღმერთს. ახლა კი ვისწავლე და ლოცვით გამოვითხოვ წყალობას და უფალიც მიცავს შეცდომებისაგან.
ასევე არიან მღვდელმთავარნი, თუმცაღა აქვთ მადლი სულიწმიდისა, მაგრამ ყოვლისმცოდნენი არ არიან. ამიტომაც გასაჭირის ჟამს უნდა ითხოვონ შემწეობა უფლისაგან. ისინი კი თავისი გონებით იქცევიან. ამით კი შეურაცხყოფენ გულმოწყალებას უფლისას და თესენ შფოთს. ღირსი სერაფიმე ამბობდა, რომ როცა ის შეკითხვებს საკუთარი გონებით პასუხობდა, მაშინ სცდებოდა. შეცდომები კი შეიძლება იყოს პატარა და შეიძლება იყოს დიდი. ასე, რომ, ყველამ უნდა ისწავლოს ღვთის ნების გამოცნობა, თუკი არ ვისწვლით, ვერასოდეს გაიგებთ უფლის ნებას”.
ღირსი მამა სილუანე ათონელი
კომენტარები