ყველა ქუჩაზე საავტობუსე ზოლი მოეწყობა

თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართა.

-„თბილისის ყველა ქუჩაზე საავტობუსე ზოლი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანებმა, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, კომფორტულად გადაადგილება და მგზავრობა მოახერხონ.

ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი იწყება, „ვაკის პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მთლიანად ქუჩა გადათხრილი იყო, მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება უკვე დამთავრებულია.

15 მაისისთვის გზის ეს მონაკვეთი უკვე ქვედა ფენებში უნდა იყოს მოქცეული. სამუშაოები, რომელიც უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან იწყება, ძალიან მალე დავამთავრებთ.  პარალელურად, ასევე გრძელდება საფეხმავლო ბილიკების და ველობილკების მოწყობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტითვის გამზირის შუა ნაწილი იქნება გამოყოფილი, რომ ავტობუსმა ყოველგვარი შეფერხების, დაბრკოლების გარეშე გადაადგილება შეძლოს. ჩვენ 2 წლის წინ ვთქვით, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ, მთელი ქალაქის მასშტაბით ანალოგიური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომ შესაბამისი საავტობუსე ზოლი ყველა ქუჩაზე გავაჩინოთ, რათა დამიანებმა, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, კომფორტულად გადაადგილება და მგზავრობა მოახერხონ. დედაქალაქის მუნიპიპალიტეტი ამისთვის ყველა პირობას შექმნის“, –  განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

 

კომენტარები