“ყველა წესიერი და ღირსებაზე პრეტენზიის მქონე კაცის ბრალია დღევანდელობა!”

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მისიის” დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი ფეისბუქის  გვერდზე ავრცელებს მიმართვას , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ყველა წესიერი და ღირსებაზე პრეტენზიის მქონე კაცის ბრალია დღევანდელობა!
ერთობა თქვენ არ გინდათ!
რამენაირად სიტუაციიდან გინდათ გამოძვრეთ(რაც ზედმიწევნით კარგად იცით) რომ დარტყმა არ მიიღოთ და თქვენს მეგობარს უღირსოდ რომ ჩაგრავენ გკიდიათ!
როცა უსამართლობის აქლემი თქვენს კარებთანაც დაიჩოქებს მაშინ ატეხავთ ერთ ვაი უშველებელს!
დღეს რომ ეს ტელევიზიები და გოიმი, უინტელექტო,ხამი ჯურნალისტები თავხედობენ ვისი ბრალი გგონიათ?
თქვენი ბრალია ჩემო ბატონო!
თქვენ აღიარეთ ნებსით თუ უნებლიეთ!
თქვენ მიეცით უზნეობის და უღირსობის ყოველდღიურ რეჯიმად მოწოდების საშუალება!
როცა რაიმე უზნეობის წინააღმდეგ გამოდის საზოგადოება უმეტესობა სახლიდან აკვირდებით მოვლენების განვითარებას და ათას საბაბს მოძებნით თქვენ თავთან ან თქვენნაირებთან ერთად რომ არ დაუდგეთ მართალ საქმეს!
,,მერე მე არაფერი არ მამივა”-ს პრინციპით
ესეთი საქციელი ,,ჩასვრილი” კაცის პოზიციააა უბრალოდ იცით თავი როგორ დაიჭიროთ და როგორ გამოძვრეთ(ეს თვისება ქართველებმა ისტორიულად ჩაიბეჭდეს თვით გადარჩენისთვის რაც სამწუხარო რეალობაა, რასაც ლავირება დაარქვეს ნაკლებად შეურაცყოფილები,რომ ვიყოთ)!
მოკლედ მომავალზე ზრუნვა მარტო ,,მაყუთიანებო” ბავშვების საზღვარგარეთ გაგზავნით და განათლებით (რაც უდავოდ კარგი საქმეა) კი არ უნდა შემოიფარგლოთ გადავცეთ ღირსეული ქვეყანა ჩვენ შვილებს!
ნუ გეშინიათ ნუ ჩაისვრით ,თორემ თქვენი საქციელი მომავალზე დიდ გავლენას მოახდენს!
გონივრულად ავაშენოთ ტრადიციული საქართველო!”

კომენტარები