„ყველგან გადავიდეთ აქტიურ მობილიზაციაზე უსამართლობის წინააღმდეგ, არ შემოვიფარგლოთ ერთჯერადი“-მიხეილ სააკაშვილი

-„ყველამ თავისი რეგიონიდან უნდა ამოიღოს ხმა- გააპროტესტოს ის, რაც ხდება. ეს არის შეშინებული მთავრობა,  მათი ასეთი აგრესიული რიტორიკა სისუსტისა  და შიდა არეულობის ნიშანია, ერთმანეთს ამხნევებენ, -თავს იცავენ.

ევროპამ და ამერიკამ რომ არ მიგვატოვოს, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ თავდადების და ბრძოლის მაგალითები.

ეროვნული ერთობა და შეთანხმება გვჭირდება. სწრაფი ესკალაციის საშუალება არ უნდა მივცეთ, მაგრამ, ჩვენი მხრიდან გაჩერება არ შეიძლება.

ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, – ყველგან გადავიდეთ აქტიურ მობილიზაციაზე უსამართლობის წინააღმდეგ, არ შემოვიფარგლოთ ერთჯერადი აქციებით, ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ საქართველოს სადარაჯოზე“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები