ყირიმელ-თათართა სახალხო საბჭოს ლიდერი უკრაინასა და აშშ-ს ბოდიშის მოხდას სთხოვს
ყირიმელ-თათართა საზოგადოების სახალხო საბჭოს ლიდერმა სეითუმერ ნიმეტულაევმა, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საელჩომ, ყირიმელ-თათართა დეპორტაციის ხსოვნისადმი ოფიციალურ გვერდზე მიძღვნილ პოსტს, ებრაელთა პოლონური გეტოდან, გერმანიაში ხელმნოს სახელობის, „სიკვდილის ბანაკში“ გადასახლების ფოტო დაურთო.
სეითუმერ ნიმეტუაევმა ფაქტს ისტორიული შეცდომა უწოდა, ხოლო უკრაინის საელჩოს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.