„ყირიმ-კონგო არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და საშიში“ – თენგიზ ცერცვაძე

„ყირიმ-კონგო არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და საშიში ინფექციია. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაცვალების მაჩვენებელი გლობალურად 40%-ს შეადგენს“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ყირიმ-კონგოს ცხელებასთან დაკავშირებით.

ახალქალაქში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება 23 წლის ბ.კ.-ს გარდაცვალების მიზეზი გახდა.

მამაკაცი ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. ახლობლების თქმით, სავარაუდოდ, ტკიპამ  საკუთარ ეზოში მაშინ უკბინა, როცა პირუტყვს მწერებისგან ასუფთავებდა.

30 ივნისის მონაცემებით, საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადება 10 ადამიანს დაუდასტურდა.

კომენტარები