„ყოველგვარი დანდობისა და მოფერების გარეშე მაცნობებთ, სად რა პრობლემა გაქვთ, ან ამბობთ, რომ ყველაფერი კარგადაა და ყველანი ბედნიერები ვიქნებით“

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ყოველგვარი დანდობისა და მოფერების გარეშე მაცნობებთ, სად რა პრობლემა გაქვთ,  ან ამბობთ, რომ ყველაფერი კარგადაა და ყველანი ბედნიერები ვიქნებით.

„ჩვენი მიზანი არის მარტივი – რაც შეიძლება სწრაფად გავზომოთ ტემპერატურა, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც ძირითადი მამოძრავებელია ჩვენი ეკონომიკისთვის როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

მესმის, რომ 2017 წელი იყო უკეთესი, ვიდრე 2018. გასულ წელს გარკვეული პრობლემები გვქონდა როგორც რეგულირების, ისე ადმინისტრირების საკითხებში. მიმდინარე წელი საკმაოდ იმედისმომცემია, თუმცა, კარგად გვესმის, რომ საბანკო და სხვა სახის რეგულაციების შემოღებისა თუ გამკაცრების შედეგად გარკვეული სირთულეები შეიქმნა. არსებული პრობლემების გადაჭრის სწრაფი გზა უნდა მოვძებნოთ. მშენებლობის სექტორი არის მზარდი. ამიტომ, ყველანაირი ერთმანეთის დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე მაცნობებთ, კონკრეტულად სად რა პრობლემა გაქვთ, საიდან გამომდინარეობს ან გვეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა და თქვენც ბედნიერი იქნებით და მეც“, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები