ყოველდღიურად, „მელბურნ-პარკის” საჩოგბურთო სტადიონზე 30 ათას ადამიანს შეუშვებენ

ავსტრალიის ღია პირველობა 8-21 თებერვალს გაიმართება.

-„ყოველდღიურად, „მელბურნ-პარკის” საჩოგბურთო სტადიონზე 30 ათას ადამიანს შეუშვებენ.  ბოლო ხუთ დღეს მაყურებლის რაოდენობა დღეში 25 ათასამდე შემცირდება.

14 დღის განმავლობაში გვეყოლება 390 ათასი ადამიანი. საშუალოდ, ბოლო სამი წლის განმავლობაში რაც გვესწრებოდა, ეს იმ რაოდენობის, დაახლოებით ნახევარია.  ჩვენ მივიღებთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას დიდი რაოდენობის მაყურებლით, რაც მსოფლიოს ბოლო თვეებში უნახავს“, – განაცხადა ავსტრალიაში ვიქტორიას შტატის სპორტის მინისტრმა, მარტინ პაკულამ.

კომენტარები