ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის სამძიმრის წერილი უწმიდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს

უნეტარესო და უწმიდესო სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქო, მცხეთა–თბილისის მთვარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერო უსაყვარლესო და სასურველო ძმაო და თანამწირველო, ბატონო ილია, ძმური სიყვარულით ვეხვევი თქვენს უნეტარესობას და მოგახსენებთ.

დიდი მწუხარებით შევიტყეთ დაუვიწყარი ჩვენი ძმის, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის ლაზარეს გარდაცვალების ამბავი, საქართველოს წმიდა მოძმე ეკლესიის უსაყვარლესი იერარქის, რომელიც წარმატებით თანამშრომლობდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მართლმადიდებელ მწყემსმთავართა დიასპორასთან მართლმადიდებელთა შორისი პროცესების სასარგებლოდ და ემიგრანტი ძმების მსახურებისთვის, თავისი ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში.

ვლოცულობთ მომაკვდინებელი დაავადების კოვიდ19-ის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი ჩვენი ნეტარი ძმის ლაზარეს სულისთვის, რომ ჰპოვოს ადგილი მართალთა შორის, რომლებიც გახდნენ უფლისთვის სათნონი საუკუნეების განმავლობაში. გამოვხატავთ თქვენდამი, ჩვენი უსაყვარლესი უნეტარესისა და თქვენი ეკლესიისადმი ჩვენს სიმპათიასა და მწუხარებას უსაყვარლესი იერარქის გარდაცვალების გამო. ვისურვებთ, რომ ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, რომელსაც აქვს ძალაუფლება მკვდრებსა და ცოცხლებზე, მიანიჭოს შვება ამა ქვეყნიდან გარდაცვლილს სიცოცხლის ხის ჩრდილში, თანაწარსადინელსა წყალთასა და იყოს საუკუნო ხსენება მისი.

ამავდროულად ვლოცულობთ რა, რომ უფალმა სიყვარულისა, გააძლიეროს ქართველი ექიმები, ექთნები და ყველა ის ვინც იბრძვის თავგანწირვით კორონა ვირუსის Covid 19, უდიდესი პრობლემის დასაძლევად, ნუგეშს გვგვრის ის ფაქტი, რომ ამ საოცარმა კრიზისმა წარმოაჩინა სიყვარულისა და სოლიდარობის უდიდესი ძალა და ფასი, ღირებულებები და სათნოებები, რომლებიც აღემატება ადამიანურ ძალას, რადგანაც არიან დაბეჭდილნი უფლის მადლით.

ვუსურვებთ თქვენს უნეტარესობას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას. დაე, უფალმა მოგცეთ ძალა, რათა დიდხანს და შეუფერხებლად ემსახუროთ სქართველოს წმიდა ეკლესიას. გემშვიდობებით ღრმა ქრისტესმიერი ძმური სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით.

თქვენი ქრისტესმიერი ძმა, კონსტანტინეპოლის ბართლომეოსი

 

 

წყარო: http://wenews.ge/?p=2945&fbclid=IwAR3ymc_Z2lnnkuA4PLG8ryPvDqlPTd9n2HEP272TNL0uwDXlrpN5Pda6-78

კომენტარები