ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს “ყოველთადედოფალს” (ბერძნულად “პანტანასა”) ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნებასა და ჯადოსნობისგან გათავისუფლებას შესთხოვენ

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს “ყოველთადედოფალს” (ბერძნულად “პანტანასა”) ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნებასა და ჯადოსნობისგან გათავისუფლებას შესთხოვენ.

ხატი დაბრძანებულია საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის მონასტერის მთავარი ტაძრის აღსავლის კართან. ხატი ХVII საუკუნეშია დაწერილი… XX საუკუნეში “პანტანასა” ათონელმა ბერმა იოსებ ისიხასტმა თავის მოწაფეებს უწყალობა.

ერთხელ, ხატთან უცნაური ადამიანი მივიდა და გაუგებრად დაიწყო ლაპარაკი. იმ დროს ღვთისმშობლის სახე განათდა და უხილავმა ძალამ ის იატაკზე დააგდო. შეშინებული ახალგაზრდა ტაძრიდან გამოიქცა და ბერებს გამოუტყდა, რომ ჯადოქრობით და მაგიით იყო გატაცებული. ამ სასწაულით, ყოვლადწმინდა ქალწულმა შეპყრობილი ადამიანი იხსნა და
აღსარების გზაზე დააყენა, რის შემდეგაც, ის ათონის წმინდა მთაზე დასახლდა.
იმის მერე აკვირდებოდნენ და ხვდებოდნენ, რომ ხატი საოცარ ზეგავლენას ახდენდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე, მათ შორის, მათზე, ვისაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

კიბოს, როგორც დაავადებას, უძველესი ისტორია აქვს. გარეგნულად კიბორჩხალას წააგავს, სწორედ ამ მსგავსების გამო, ჰიპოკრატემ მას “კარცინომა” (ტერმინების “კიბორჩხალა” და “სიმსივნე” სინთეზი) უწოდა. ეს დაავადება პირველად, ძვ.წ.აღ-მდე, 1600 წელს, ეგვიპტურ პაპირუსზეა აღწერილი. ნაშრომში მითითებულია, რომ კიბოს რამდენიმე სახეა ცნობილი და რომ მისგან განკურნება შეუძლებელია. ძვ.წ.აღ პირველ საუკუნეში რომაელმა ექიმმა ავლიუს კორნელიუს ცელსიუსმა გადაწყვიტა, რომ საწყის სტადიაზე კიბოს მკურნალობა ქირურგიული გზით არის საჭირო, ხოლო ბოლო სტადიაზე საერთოდ, არ ღირს ჩარევა.
კიბო ახლა უკურნებელ დაავადებად მიიჩნევა და ყოველწლიურად უამრავ ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ამიტომ, მათ მხოლოდ სასწაულის იმედი აქვთ და ამ დაავადების სასწაულებრივი განკურნება არაერთხელ ყოფილა, მათ შორის ღვთისმშობლის მიმართ გულმხურვალე ლოცვის შედეგად.

XVII სა­უ­კუ­ნე­ში, მას შემ­დეგ, რაც “ყო­ველ­თა­დე­დო­ფა­ლის” მიერ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს, და­ი­წყეს ხა­ტის ზუს­ტი ას­ლე­ბის და­წე­რა და მისი სხვა სა­ვა­ნე­ებ­ში დაბ­რძა­ნე­ბა. ამა­სო­ბა­ში “პან­ტა­ნა­სამ” მსოფ­ლი­ო­ში გა­ით­ქვა სა­ხე­ლი, რო­გორც ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნალ­მა და მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბის­გან ამ ხა­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნი­კურ­ნა. თა­ვად სა­ხელ­წო­დე­ბა “ყო­ველ­თა­დე­დო­ფა­ლი” სა­უბ­რობს ხა­ტის ყოვ­ლის­მომ­ცველ ძა­ლა­ზე. ღვთის­მშობ­ლის ამ ხატს გა­აჩ­ნია უძ­ლი­ე­რე­სი მა­კურ­ნე­ბე­ლი სა­წყი­სი.

ღვთის ნე­ბით ხა­ტის ერთ-ერთი ასლი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მობ­რძან­და 2003 წლის 3 სექ­ტემ­ბერს. რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე ხატი დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო ავ­ჭა­ლის წმინ­და ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში. მაგ­რამ გა­სუ­ლი წლის 2 სექ­ტემ­ბერს პან­ტა­ნა­სას ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხატი ავ­ჭა­ლის წმინ­და ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ი­დან პან­ტა­ნა­სას დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში გა­და­აბ­რძა­ნეს.

სა­ერ­თოდ კი ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია მე­წა­მულ სა­მოს­ში სა­მე­ფო ტახ­ტზე დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი ქალ­წუ­ლი მა­რი­ა­მი, რო­მელ­საც ხელთ ყრმა იესო უპყრია. იე­სოს მარ­ცხე­ნა ხელ­ში გრაგ­ნი­ლი უჭი­რავს, მარ­ჯვე­ნა კი მა­კურ­თხე­ბე­ლად აქვს დახ­რი­ლი.

ხატი ღვთის­მშობ­ლის გა­მო­სახ­ვის ისეთ იკო­ნოგ­რა­ფი­ულ ხერ­ხს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­საც პა­ნაქ­რან­ტას (ბერ­ძნუ­ლად უწ­მინ­დესს უწო­დე­ბენ). ამ სა­ხის ხა­ტებს სხვაგ­ვა­რად “ყოვ­ლად­მო­წყა­ლეს” უწო­დე­ბენ. პა­ნაქ­რან­ტას ხა­ტე­ბის სა­ერ­თო ნი­შანს წარ­მო­ად­გენს ტახ­ტრე­ვან­ზე დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი მა­რი­ა­მი, ყრმა იე­სოს­თან ერ­თად, სა­დაც ტახ­ტრე­ვა­ნი ღვთის­მშობ­ლის სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა და ზე­ცი­უ­რი დი­დე­ბის სიმ­ბო­ლოა.

კომენტარები