„ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია, მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, – მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი“-ირაკლი ღარიბაშვილი

-„ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია, ჩვენი განსაკუთრებით გამორჩეული მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ერთი-ერთი პირის ასეთი განცხადებები სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, – მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი მიუღებელი განცხადებები. ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია და არაფერს ნიშნავს მისი ეს განცხადებები ჩვენი გუნდისთვის, მთავრობისთვის. მე ამ ადამიანს და ყველას შევახსენებ, – ჩვენი გუნდი არჩეულია ჩვენი მოსახლეობის მიერ, მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა, გამოგიცხადა ნდობა, მოგვანიჭა მესამე მანდატი, – გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა. შესაბამისად, არავის აქვს უფლება, მოგვიწოდოს გაუგებარი, უსამართლო განცხადებებით. არ შემეძლო ემოციების გარეშე ამ მიუღებელი ფაქტის უყურადღებოდ დატოვება.  ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა.

ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, -ლიეტუვაში ყველა პოლიტიკური ლიდერი ხელს აწერს, რომ სტრატეგიული მიზნებისთვის ყოველთვის ერთად დგანან. ეს გაკვეთილი საქართველომ ვერასდროს ისწავლა. თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ.

კომენტარები