ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს

პოლიციამ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცავებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 1 აბი “სუბოქსინი” აღმოუჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები