ყოფილი პროკურორის და ყოფილი “”გრუს”” აგენტის სიამტკბილო

და მქუხარედ დაგმო “”სურენას”” პატიმრობა, მკაცრად მოითხოვა მისი განთავისუფლება და ამ ყველაფერს დემოკრატიის გადარჩენის გზაზე მთავარი ნაბიჯი უწოდო.

აღარაფერს ვამბობ ამ ნახევარკაცაზე რომელიც ქართულ ოცნებასთან ერთად სოფელ სოფლე და ღობეყორე დახეტიალობდა, სააკაშვილის რეჟიმი უნდა დავასრულოთო და გავასამართლოთ დამნაშავეებიო, თუმცა უკვე პარლამენტში მსხდარმა დებმა ბერძენიშვილებმა თვითონვე დაუდეს საფუძველი კოჰაბიტაციას და მათი ლომის წვლილია დამნაშავეების დაუსჯელად დატოვებაში.

ცოტა უფრო უკან რომ გადავახვიოთ 2007 – 2008 წლებში მაშინ როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი რეჟიმმა სადისტური მეთოდებით დაარბია, იმდროინდელმა პროკურორმა ბატონმა გვარამიამ ტელეეკრანებიდან გვამცნო რუსული ეფეზბეს სქემა გავშიფრეთო და ამით გადავარჩინეთ ქვეყნაო, იქვე ბრალიც გაგვაცნო ოპოზიციონერების მისამართით და ამ ბრალდებულთა სიაში ერთ – ერთი ეს ნახევარკაცაც იყო, რომელსაც ჩანაწერები გამოუქვეყნეს და ამხილეს რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობაში.

ხოდა ეხლა გვარამუშკა წარსულში მის მიერ რუსული დაზვერვისთვის სასარგებლოდ მუშაობაში მხილებულ ბერძენიშვილს თავისივე არხიდან სიყვარულს უხსნის და ეს ნახევარკაცაც წარსულში მის სისხლიანი ოპონენტს სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად გვისაღებს და გვიცხადებს, რომ ციხიდან უნდა დავიხსნათ…

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები