„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს-ნატო მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს“-ჯეიმს აპატურაი
-„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო მოელის, – საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლის შესრულებასა და შენარჩუნებაზე ბეჯითად მუშაობდა. პოლიტიკური უთანხმოებების დიალოგის გზით მოგვარებასა და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას მოიცავს“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შესახებ.