ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი

ყაზბეგში, ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი. ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 3200 მეტრზე მყოფი მოქალაქეებიდან ერთ-ერთი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე ყაზბეგის სამაშველო ჯგუფის მაშველები.რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
მაშველების დახმარების შედეგად, ორივე მოქალაქე ამ დროისთვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.

კომენტარები