ყურძნის წიპწის ზეთის საწარმოებლად რქაწითელს იყენებენ – ცივად დაპრესვის მეთოდით

ეთერზეთების ბიზნესი საქართველოშიც აქტუალური ხდება. ეთერზეთებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, წიპწის ზეთი, ჩვენი ქვეყნისთვის ენდემური მნიშვნელობის პროდუქტია. კახეთში, შატო ზეგაანში, ვაზის უდანაკარგო წარმოებას ისახავენ მიზნად. საწარმო ორი წლის წინ დაარსდა.

ყურძნის წიპწის ზეთის საწარმოებლად რქაწითელს იყენებენ. ცივად დაპრესვის მეთოდით, 500 კილო ყურძნისგან, 10 კილოგრამი წიპწა მიიღება, საიდანაც 1 ლიტრი ზეთი გამოიხდება. პროდუქცია 2 000-მილიგრამიანი მინის ბოთლებით ქსელურ მაღაზიებშია ხელმისაწვდომი. ქართული წიპწის ზეთი ევროპაში უკვე ექსპორტზეც გადის. სამომავლოდ, მასშტაბის გაზრდაც იგეგმება. წიპწის ზეთის წარმოებას თავისი ოქროს წესები აქვს.

ტექნოლოგიის ზედმიწევნით დაცვა, მისი ხარისხის და სარგებლიანობის განმსაზღვრელია. წარმოების მთავარი ტექნოლოგი თენგიზ აფხაზავა „ბიზნესი იმედზე“ აცხადებს, რომ

-„კახეთი შემთხვევით არ არის შერჩეული, – წიპწის ზეთის წარმოებაში მთავარი პროცესი, ჭაჭისგან წიპწის ძალიან სწრაფად გამოცალკევებაა.

ჩვენი ზეთის წარმოების უნიკალურობას, ცივად დაწნეხვის მეთოდი და მონო სორტის, მხოლოდ ერთი ჯიშის, რქაწითელის ყურძნის წიპწისგან გამოხდა წარმოადგენს.  პროდუქტს ყველა ცოცხალი ნივთიერება შენარჩუნებული აქვს, ის  ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. გასულ წელს 3 000 ტონა პროდუქცია გადაამუშავეს და 30 ტონა ზეთი გამოხადეს. წელს შედეგის გაუმჯობესება იგეგმება,   პროდუქციაზე ბაზარზე დიდი მოთხოვნა“, – განაცხადა  წარმოების მთავარმა ტექნოლოგმა, თენგიზ აფხაზავამ „ბიზნესი იმედზე“.

 

კომენტარები