შაბათს სისხლის დაღვრას აპირებს, ვირთხასავით კუთხეში მიმწყვდეულს  სხვა გზა არ დარჩენია! – ტრისტან წითელაშვილი:

 

„არაერთხელ გამიფრთხილებია მოსახლეობა, მიხეილ საკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა „გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ ერთად ძალადობრივი გზით თუ როგორ აპირებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას!“ – წერს პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი:

 

– საკაშვილის გეგმის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხალხმრავალი მიტინგების დროს  მასობრივი არეულობის ორგანიზება და საკუთარი მომხრეებისთვის ტყვიების დაშენაა, რის შედეგადაც, ადამიანები უნდა დაიღუპონ, რათა აქციაზე პროტესტის მუხტმა კულმინაციას მიაღწიოს.

ამას  განახორციელებენ სააკაშვილის მიერ მართული ზონდერ დაჯგუფებები და შემდეგ, ხელს ხელისუფლებისაკენ გაიშვერენ, თითქოს ცეცხლი ხელისუფლებამ გახსნა.

ეს სცენარი თვალსაჩინოდ, უკვე განხორციელდა კიევში. ზუსტად ასე იმოქმედა სააკაშვილმა 2014 წელს, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, მაიდანზე,  როცა მაღალჩინოსან უკრაინელ ბოროტმოქმედებთან ერთად ზონდერ დაჯგუფებებს (მათ შორის, ქართველ სნაიპერებს)  საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის ცეცხლის გახსნა უბრძანა.

ამჯერად კი, სააკაშვილმა საქართველოში მილიონებით დაფინანსა ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოპოზიცია, რათა  მსგავსი სცენარი განახორციელოს.

„გაერთიანებულ ოპოზიციაში“ მიშას ფულებს ვერ იყოფენ მიდის წეწვა-გლეჯა, საპარლამენტო მანდატებზე ვერ თანხმდებიან და, ამ ფონზე, მიამიტ მომხრეებს, გაუბედურებულ ხალხს ატყუებენ.

ეს მასა საკაშვილს მხოლოდ „საზარბაზნე ხორცად“ სჭირდება!

სამწუხაროდ, ფულმა ბევრი ვეტერანი აცდუნა, რომლებიც გაერთიანდნენ სისხლიანი ნაციონალების და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ.

 ვეტერანებო, დროულად უნდა მიხვდეთ – სააკაშვილი თქვენ გიყენებთ ბინძური საქმებისათვის!

თუ ის თქვენი ხელშეწყობით, რევოლუციური სცენარით დაბრუნდა საქართველოში, პირველი რასაც გაკეთებს – თქვენზე დაიწყებს ნადირობას და გაგანადგურებთ, როგორც მან ეს უკრაინაში გაკეთა და გზიდან ჩამოიცილა ყველა ის მებრძოლი, ვინც მისი დანაშაულებრივი ბრძანებები შეასრულა!

საკაშვილს დღეს ძალიან ცუდად აქვს საქმე უკრაინაში, რადგან “მაიდნის სისხლისღვრის” საქმემ საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა.  სააკაშვილს უახლოეს მომავალში დაჭერა  და უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს.

ის ამჟმამად, ვირთხასავით კუთხეშია მიმწყვდეული და სისხლის დაღვრის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენია!

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას,

ნუ მიხვალთ შაბათს დაგეგმილ აქციაზე და ნუ მიღებთ მონაწილეობას მოსალოდნელ სისხლისღვრაში!

 

კომენტარები