“შავგულიძე, ფიასკოგანცდილი „ნაციონალებით“ რომ ცდილობ ფონს გასვლას, არ იცი, რომ მხარს არ დაგიჭერენ?!”
ჟურნალისტი ზაურ ნაჭყებია სოციალური ქსელის საშუალებით, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ შალვა შავგულიძეს მიმართავს და შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
“რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შევა გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად მთაწმინდიდან საქართველოს პარლამენტში, მაგრამ, შალვა შავგულიძეს ერთი რაღაცის გამო არ უნდა ჰქონდეს ამომრჩეველთა მხარდაჭერა -კაცი, რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს იგი, როცა კენჭს „ნაციონალების “ სახელით იყრის, არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ თავისას გაინაღდებს.
შე კაი ადამიანო, ერთხელ უკვე იყავი პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ (რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიიდან). დღეს არ მოგწონს, არ მოგწონს მმართველი პარტია (ჩვენც არ მოგვწონს), მაგრამ, 2012 წელს ფიასკოგანცდილი „ნაციონალებით“ რომ ცდილობ ფონს გასვლას, არ იცი, რომ მხარს არ დაგიჭერენ?!
მე გულწრფელად არ მაინტერესებს ვინ შევა პარლამენტში – ვინც უნდა იყოს, მხოლოდ საკუთარ ჭიას თუ გაახარებს და საკუთარ ჯიბესაც თუ დაატყობს, თორემ, რა პარლამენტი გვაქვს და ახალშესულიც რისი გამკეთებელი იქნება, მაგი ჩვენც ძალიან კარგად ვიცით!
p.s. კიდევ კარგი, მთაწმინდა ზუგდიდი არ არის!”- წერს ზაურ ნაჭყებია.