შავკანიანი ისააკ ნიუტონი დაიბადა. ალბერტ აინშტაინს ელოდებიან

ქალაქ ბალაშიხში, კოტ-დ’ივუარელ სტუდენტურ წყვილს  ბიჭი გაუჩნდა, რომელსაც მეცნიერის საპატივსაცემოდ – ისააკ ნიუტონი დაარქვეს.

მშობლებს იმედი აქვთ, რომ შვილი განთქმული ადამიანი გაიზრდება.

ბავშვის მამის თქმით, მან თავისი მომავალი შვილისთვის ეს სახელი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, ფიზიკის გაკვეთილზე მოიგონა.

წყვილი აცხადებს, რომ მეორე ვაჟს – ალბერტ აინშტაინს დაარქმევენ.

წყარო: „.mk.ru“.

კომენტარები