შალვა ნათელაშვილი:ის რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა კვოტირებაზე არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია

ის რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა კვოტირებაზე არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური. იქნებ იმდენი პოლიტიკოსი ქალი ყავს პარტიას, რომ პირველი ათეული კი არა პირველი ოცდაათეული სულ ქალბატონები ჩაწეროს ან იქნებ რაღაც ეტაპზე არცერთი პოლიტიკოსი, საჯარო მოღვაწეობაზე ორიენტირებული ქალი არ ყავს პარტიას და ამ კანონის გამო მაინც უნდა გამოიგონოს და ჩაწეროს? ამის დამწერ იდიოტებს ვეკითხები – ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების არჩევნები. ისე დაეცემა ტუზი კილაძეს, გუგული მაღრაძეს, ენძელას და სხვა თანავარსკვლავედის წევრებს. ვაი თქვენს პატრონს და ჩვენს პატრონსაც რა თქმა უნდა.
წერს – შალვა ნათელაშვილი თავის ოფიციალურ facebook გვერდზე.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები