შალვა ნათელაშვილი მზად არის პრემიერობისთვის. თუ…

-„მზად ვარ, ავიღო პრემიერ-მინისტრის ფუნქცია,  „ლეიბორისტული პარტია“ თუ  პირველ ადგილზე გავა, ოპოზიციაში. ამ შემთხვევაში მე მექნება უფლება, თქვენგან მინიჭებული მანდატი,  ჩემს კოლეგებს რომ ვუთხრა: „ვიღებ პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე. ასე თუ არ იქნება, ამის თქმა მომერიდება“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა,  “, — განაცხადა ნათელაშვილმა „მთავარ არხის“ ეთერში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება, 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩევა, 30  მაჟორიტარული ოლქიდან.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი თბილისში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდა. აქედან ერთ-ერთ ოლქში — ნაძალადევში კენჭს ნათელაშვილი იყრის.

კომენტარები