შალვა ნათელაშვილი: „მიხეილ სააკაშვილმა ოლიგარქს დაუთმო ქვეყანა და საბოლოოდ, თვითონვე გახდა მსხვერპლი“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:

-„მიხეილ სააკაშვილმა ოლიგარქს დაუთმო ქვეყანა და საბოლოოდ, თვითონვე გახდა მსხვერპლი. საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც მთელი 9 წელი მართავდა ქვეყანას, რომელმაც, სამწუხაროდ, ისე მიიყვანა საქმე, – ოლიგარქიას დაუთმო მართვა და თვითონვე გახდა ქვეყანასთან ერთად მსხვერპლი. იმას კი არ უნდა ვყვიროდეთ, – მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ, თუ პოლიკლინიკაში გადაიყვანონ, ომეპრაზოლით უმკურნალონ, თუ ლიდოკაინით, ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ, –  ეს კაცი არის პოლიტიკური პატიმარი და გაათავისუფლონ, შემდეგ უნდა თვითონ საირმეში წავა და იქ იმკურნალებს, უნდა პოლიკლინიკაში წავა მრავალფუნქციურში თუ ერთფუნქციურში და გასცემს პასუხს, თუ არის სამართლებრივი კითხვები სასამართლოზე.

არის საპროცესო კოდექსში შესაბამისი მუხლი, რომელიც პატიმრობის შეცვლას ითვალისიწნებს, გადავადებას, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. ხელისუფლებას თუ აქვს პოლიტიკური პრეტენზიები მასთან და როგორც ჩანს, აქვს და ეს არის მთავარი. მასთან რომ ყოფილიყო სამართლებრივი კრიმინალური პრეტენზიები, როცა პოროშენკო ეხვეწებოდა – მიიღეთო, გამოძევებული მიხეილ სააკაშვილი და რომ მოიკლეს თავი, დაკეტეს საჰაერო სივრცე, მაშინ გამოჩნდა, რომ აქ პოლიტიკური მოტივაციაა წამყვანი და არა კრიმინალური მოტივაცია.

ამიტომ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გასცეს პასუხი სამართლებრთივ ასპექტს თუ იქნება ამაზე სამართლებრივი კითხვები, გასცეს პასუხი პოლიტიკურ ოპონენტებს“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 48-ე დღეა შიმშილობს.

კომენტარები