შალვა ნათელაშვილი: „მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. სწორი ნაბიჯი იქნება“

-„პირდაპირ არის ჩაწერილი, საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალაუფლებაში დარჩენის ცდუნებისგან და მთელი ამერიკის პოლიტიკა უკავშირდება შემდგომში ამ ცდუნების დაძლევის პრობლემატიკას. შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება, მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ამით შეექმნება ყველა პოლიტიკურ ძალას თანასწორი პლატფორმა ბრძოლის, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, კოალიციური მთავრობის და წარსულის შავ-ბნელი ისტორიის ჩაბარებისთვის“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები