შალვა ნათელაშვილი – „ნიკა მელიამ გირაო არ უნდა გადაიხადოს, ხელისუფლება ძალიან მალე იძულებული იქნება“

-„აბა, ქურდებს შეაგინე“, „ქურდები არ გიყვარს ბიჭო!“ ბევრ სფეროში გამიგია აფიორა, ამ დონის საპროკურორო აფიორა პირველად გავიგე, – რაც საპროცესო კოდექსში არ არის გათვალისწინებული, უკანონობას სთავაზობენ. რა გირაო უნდა გადაიხადოს, კაცი გამოვიდა ანტისაოკუპაციო მიტინგზე, მოითხოვდა -უცხო ჩექმის გასვლას საქართველოდან და ამის გამო დაიჭირეს. მე შევდივარ იმ პროკურორების მდგომარეობაში რომლებიც მერე პასუხს აგებენ და მელიას საკანს დაიკავებენ ამ უკანონობისთვის. ბოლშევიკების დროს ატარებდა რეპრესიებს ვინც, კი გასაგებია – ის ეჟოვი და იაგოდა დახვრიტეს, რადგან მინისტრები იყვნენ, მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდათ, მაგრამ მერე ჩამოყვნენ და მოსამართლეს, პროკურორებს მუსრი გაავლეს თვითონ კომუნისტებმა. არავის  უყვარს ბინძური საქმეების გამკეთებელი პროკურორები და მოსამართლეები, თავადვე უსწორდებიან და ეს წიგნი მაინც წაიკითხონ და მოვლენ ჭკუაზე.

ნიკა მელიამ გირაო არ უნდა გადაიხადოს. ხელისუფლება ძალიან მალე, რამდენიმე დღეში იძულებული იქნება,  ყოველგვარი პირობების გარეშე გაათავისუფლოს ნიკა მელია, რადგან მათი ქონებრივი უსაფრთხოება მთავრდება. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების სამმართველოში ივანიშვილის, გომელაურისა და ღარიბაშვილის საბანკო ანგარიშები მალე გაიყინება. შეიძლება, ერთი ნაყინის ფულიც აღარ დარჩეთ ცხელ გულზე“, – განაცხადა  „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა

  გენერალური პროკურატურა უწყება,-  ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

კომენტარები