შალვა ნათელაშვილმა თავისი ყვითელი ფისო გაატუტუცა

 – “შალვა ნათელაშვილო, გვანახვეთ თქვენი ფისო!”

ამგვარად სთხოვა “ფისომოყვარულთა ჯგუფის” ერთ-ერთმა წევრმა, ლეიბორისტების ლიდერს, შალვა ნათელაშვილს,

რომელიც, თურმე, არამხოლოდ ამ ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრია, არამედ, სახლში მრავალი კატაც ჰყავს, თანაც, “ფისომოყვარულთა ჯგუფში ხშირად წერს რეპლიკებს და კომენტარებს.

საუბარში მაშინვე ჩაერთო შალვა ნათელაშვილის ქალიშვილი, დაკო:

– რომელი ერთი? ესენი ეზოს ფისოებია 

    ეზოში დარბიან უმუხრუჭოდ 😁 ჩვენთან სოფლის კატების უფასო სასადილოა 😄🍗

 – გამორჩეულად რომელი უყვარს ბატონ შალვას?  –  ასეთი კითხვაც დაისვა…

დაკო:

 – გამორჩეულად ეს ყვითელი უყვარს და გაატუტუცა. სულ თათებს ირტყმევინება, მოსაფერებლად რომ მიხვალ 😊 (არეულობისთვის ბოდიში,ოთახი სარემონტოა).

ჩემიც ასეთი ფუმფულაა. ბუნტყლი ჰქვია 🧡

აქ ცხოვრობენ 😌

სახლში ჯერჯერობით თანასწორობაა 😁 ამჟამად 11 ფისო გვყავსს, თითქმის ყველა მდედრი გავასტერილეთ. მიკედლებულები არიან. ვერ ავუდივარ ამაზე მეტს, 😂 ავკატდი
(კატის სახლი) ჩემი პროექტია და ქუჩებში დადგმის ინიციატივაც მქონდა ცოტა სხვანაირების. გადამუშავებული პლასტმასის,ან სხვა ნარჩენებისგან აწყობილების ☺️ თუმცა,ამას სახელმწიფო რესურსი უნდა და წინაპირობად რეფორმები და წესიერი კანონი ცხოველთა კეთილდღეობაზე.
(კატის სახლები) რა თქმა უნდა, ყველგან უნდა დაიდგას.
ბევრს გაუადვილდება მათი გამოკვება. თან, კატები სახლებში უსაფრთხოდ იქნებიან, ძაღლებსა და მანქანებს აღარ შეეწირებიან.
ის ურნები არაფრის მაქნისია,თვალის მოსატყუებლად დგას. ნარჩენების გადამუშავება არ ხდება სინამდვილეში.საპროტესტო აქციები აუცილებელია ამ თემაზე.
 
– ფისოები თქვენ შეაყვარეთ შალვას, თუ პირიქით?
ვიდეო არ მაქვს,თუმცა მას (შალვას) თავის გვერდზე უდევს ბევრი ფოტო ფისოებთან 😊 კატა სქესს არ ცნობს, თითქმის ყველას აყვარებს თავს 😁❤️
შალვა ნათელაშვილი: მე ყველა ფისო მიყვარს!
წყარო: ფეისბუქის ჯგუფი “ფისომოყვარულთა კლუბი”
კომენტარები