შალვა შავგულიძეს უხერხულობას არ უქმნის ის ფაქტი, რომ ახლა გიგი უგულავას…

-„სააკაშვილის რეჟიმის დროს თუ ირღვეოდა უფლებები და ვაპროტესტებდით, ივანიშვილის დროს როცა ირღვევა, ესეც უნდა გავაპროტესტოთ!“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეკითხვაზე, რა არგუმენტით უჭერს მხარს გიგი უგულავას სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ?

შავგულიძე საპასუხოდ აცხადებს:

-„კონვენციის მთელი რიგი მუხლებია დარღვეული, სარჩელი საკმაოდ ვრცელია, ერთ არგუმენტზე საუბარი რთული იქნება. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა სასამართლომ მოლაშვილის საქმეზე, გირგვლიანის შემთხვევაში აღარც იმსჯელა, იმდენად დარღვეული იყო, სიცოცხლის ხელყოფის მუხლით დაიწყო. რადგან ერთ საქმეზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, მეორე შემთხვევაზე არ დაიწყოს სამართალწარმოება“.

შალვა შავგულიძე სასამართლოში სანდრო გირგვლიანის ოჯახის უფლებებს იცავდა.

მას უხერხულობას არ უქმნის ის ფაქტი, რომ ახლა გიგი უგულავას უფლებებს იცავს.

კომენტარები