შაურმით ცხრა ადამიანი მოიწამლა

თბილისში შაურმით ცხრა ადამიანი მოიწამლა. მათ ერთ–ერთ სწრაფი კვების ობიექტში შაურმა ჭამეს. ინფორმაციას  ტელეკომპანია Imedi ავრცელებს.

მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი,  თბილისის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.  ინტოქსიკაცია მსუბუქი ფორმის იყო, ამ დროისთვის ყველა პაციენტი გაწერილია.

წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი სამტრედიის ქუჩაზე მდებარე საშაურმე „რეტროში“ იმყოფებოდნენ.

კომენტარები