შაქარაშვილის ბიძა:„დაგვანებონ თავი ამ ადამიანებმა, ვისაც რაღაცის თავზე მოხვევა უნდა. ოჯახს არ უნდა თავის მოტყუება“

-„არაერთხელ გაცხადდა, ექსპერტებმა გააკეთეს განცხადება, დაზიანებები იყო მთელ სხეულზე, მაგრამ ამ დაზიანებების ხარისხი, მიყენების მექანიზმი და დრო საჭიროებდა ლაბორატორიულ გამოკვლევას, ე.წ. ჰისტოლოგიურ კვლევებს, რომლებმაც უნდა დაადასტუროს. მაპატიეთ, თქვენს კოლეგებს ეხება, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია, – ამ ძალათ სკანდალების მოსმენას ყოველდღე, თითქოს, ვიღაცამ რაღაც ფოტოები აღმოაჩინა, ვიღაცამ რაღაც დასკვნა დადო, – არ დაიჯეროთ! რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.

ექსპერტებმა განაცხადეს,  პირველადი დათვალიერებით, ძვლების მოტეხილობის ბავშვს არ აღენიშნებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ვიღაცამ ან სცემა და ან ჩაახრჩო წყალში, ეს არაფერს გამორიცხავს, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვიცოდეთ?! ოჯახს არ უნდა თავის მოტყუება, დაგვანებონ რა ამ ადამიანებმა თავი, ვისაც რაღაცის თავზე მოხვევა უნდა. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენთვის მთავარია სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ამიტომ ამ დაზიანებებზე შემიძლია, ეგ გითხრათ. იყო მთელ სხეულზე, თუმცა მოტეხილობების სახით ეს დაზიანებები არ იყო“, – განაცხადა  გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

კომენტარები