(შაქარაშვილის საქმე)„ნახალოვკა უპატრონო ნუ გგონიათ, თემქა, გლდანი, დიდუბე, – ყველა აგვყვება” – ზ.ხ.-ს მამა
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა უდანაშაულობაზე საუბრობენ “ტოიტა ქამრის” ბრალდებული მგზავრების ოჯახის წევრები და ახლობლები.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები ნაძალადევში შეიკრიბნენ. ისინი დაკავებული ახალგაზარდების გათავისუფლება ითხოვედნენ.
-„გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. პროკურატურას შესაბამისი ქმედებებისკენ მოვუწოდებთ“, – აცხადებენ ისინი, დაკავებულთა უდანაშაულობაზე საუბრობენ “ტოიტა ქამრის” ბრალდებული მგზავრების ოჯახის წევრები და ახლობლები.
ერთ-ერთი დაკავებულის არჩილ გაგნიძის დედა, ლია გელაშვილი აცხადებს:
-„ჩემი შვილი ციხეში უდანაშაულოდ ჩასვეს. გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის, ჩემი, უდანაშაული შვილი ზის ციხეში“.
არასრულწლოვანი ზ.ხ -ს მამა, თამაზ ხომასურიძე აცხადებს:
-„უამრავი ადამიანი დადგება ჩვენს გვერდით. აქ მხოლოდ ნათესავები დგანან. ნახალოვკა უპატრონო ნუ გგონიათ, თემქა, გლდანი, დიდუბე, – ყველა აგვყვება. ამ ხალხს თქვენ ვერ გააჩერებთ“.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელა, 11-ვე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.