(შაქარაშვილის საქმე)„უამრავ ხალხს ვაჩერებ – მაგათი უბედურება იმ დღიდან დაიწყება“ – მირიან ნიკოლაძე თამაზ ხომასურიძის მუქარას

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამის მუქარას გიორგი შაქარაშვილის ბიძა, შაქარაშვილების ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე ეხმაურება:

-„იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ საქმეს სამართლებრივად ჩამოვშორდები, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მხარდამჭერებს ვეღარ გავაჩერებ.

მაგათ რომ ჭკუა ჰქონდეთ, საფრთხეებს გააცნობიერებდნენ. ერთ დღეს რომ ვთქვა, მე გავედი [საქმეს სამართლებრივად ჩამოვშორდი] მაგათი უბედურება იმ დღიდან დაიწყება. მე უამრავ ხალხს ვაჩერებ.

კამერაზე ასახულია, ერთადერთი, ვინც მანქანაში ბრუნდება, ეს მახარაძეა. ამას ექსპერტიზაც ადასტურებს“, –განაცხადა ნიკოლაძემ.

ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე „თეთრ ისარზე“ საუბრობს, აცხადებს, რომ ამირხანაშვილს და ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგაძემ სიმართლე უნდა თქვან, წინააღმდეგ შემთხვევაში ინვალიდის ეტლები იყიდონ.

მანამდე, მუქარის შემცველი განცხადებები გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელსა და ადვოკატზე, მირიან ნიკოლაძეზე გააკეთეს. 

კომენტარები