(შაქარაშვილის საქმე) ანი გაბეჩავა -„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელ Facebook-ში საზოგადოების მხრიდან, ჩემი მისამართით ვრცელდება“

„ფორმულა ნიუსმა” გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ანი გაბეჩავას, გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროვა.

ანი გაბეჩავა ჩვენებაში დეტალურად აღწერს მის მიმართ საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებასა და ზეწოლას:

-„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელ Facebook-ში საზოგადოების მხრიდან, ჩემი მისამართით ვრცელდება შეურაცხმყოფელი გამონათქვამები: ლანძღვა, გინება. ჩემზე ფსიქოლოგირი ზეწოლა არის შემდეგი სახის: ‘შენ უნდა მომკვდარიყავი’, ‘შენ უნდა დაისაჯო’, ‘შე ნაგავო’ და სხვა. მსგავს გამონათქვებს სოციალურ ქსელში ავრდცელებენ, როგორც პოსტების და კომენტარების სახით, ასევე პირად კომენტარებშიც. მე ისედაც მომადგა ფსიქოლოგიური ტრავმა და საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ ტრავმას მაყენებს“.

ანი გაბეჩავა მცხეთის პოლიციის განყოფილებაში 5 ივლისს მივიდა, –  გამოკითხვაზე მისი ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიბარეს. ადვოკატი  მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობდა.

კომენტარები