შაქარაშვილის საქმე – „არაფერი დაუშავებია, იმის გამო უნდა დასაჯონ, რომ ორი ნაცნობი მცხეთაში ჩაიყვანა” – გიგა ტატიაშვილის ადვოკატი

-„სასამართლომ შაბლონურად მოისმინა ყველას პოზიცია. მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავშივე ჰქონდა მიღებული. აქედან გამომდინარე, თუ გავასაჩივრებ, ეს იქნება გასაჩივრება გასაჩივრებისთვის და არა შედეგის მოლოდინისთვის. ამ ადამიანს არაფერი დაუშავებია, იმის გამო უნდა დასაჯონ, რომ ორი ნაცნობი მცხეთაში ჩაიყვანა? ალბათ ახალი მუხლებია დასამატებელი მაშინ”, – განაცხადა  გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება  გრძელდება. შსს-ში გამოკითხვაზე სამი პირი იმყოფება. ისინი იუბილარ ანი გაბეჩავას წვეულების სტუმრები არიან.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 11 პირის სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა.  მოსამართლემ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

19 ივლისს დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 11 პირის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა.

მომდევნო პროცესი  31 ივლისს არის ჩანიშნული.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებულია 17 პირი.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია,  რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. ექსპერტიზის თანახმად,  გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

ისინი ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები