შაქარაშვილის საქმე – „გვედავებიან, თითქოს ჩავედით იმ ადგილზე, ვცემეთ და წყალში გადავაგდეთ გარდაცვლილი!“ – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე წარდგენილ ბრალდებას მორაგბე არჩილ გაგნიძე კატეგორიულად არ ეთანხმება. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” მისი ადვოკატი ლექსო კობაიძემ განუცხადა.

– გაგნიძეს ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. ამას საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიც ადასტურებს. ჩვენ გვედავებიან, თითქოს ჩავედით იმ ადგილზე, ვცემეთ და წყალში გადავაგდეთ გარდაცვლილი.ეს მტკიცებულებები სხვა რამეს მეტყველებს. საქმეში არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ და სხვა პირებს, ჩაუტარდათ ვიზუალური დათვალიერება და მათ არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ისმის კითხვა იმ რთულ რელიეფში როგორ გადაადგილდნენ ესენი და როგორ მოხდა, რომ ცემის დროს ერთი ნაკაწრიც არ მიუღიათ. მათ არც შაქარაშვილის დნმ ჰქონდათ და არც წყლის. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 23 ტომის მიუხედავად, საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს და ვერსიების დონეზეა წარდგენილი ბრალი. ექსპერტმა თქვა, ვარდნით დაზიანებებს ვერ მიიღებდა, ე.ი. ვიღაცამ სცემაო და ამის საფუძველზე დაუმძიმდათ ბრალი.

– არჩილ გაგნიძეს თუ შეხვდით პროკურატურის განცხადების შემდეგ, რას ამბობს ის? – გადაირია გაგნიძე რას მეუბნებით, იქ საერთოდ არ ჩავსულვარო. დიდი პროტესტი გამოხატა. ის ბრალს არ აღიარებს.

 

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

 

კომენტარები