შაქარაშვილის საქმე – „ერთ-ერთი არასწრულწლოვანის ჩვენება სხვა დაკავებულების, მათ შორის, “ოქროს მოწმის” ჩვენებასთან წინააღმდეგობაში მოდის“

ფეხბურტელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებაში  გამომძიებლების შეკითხვებს ვანო თეგაძე და მისი მეგობარი გოგო პაუხობენ, –  ტრაგედიის ღამეს მცხეთის აგარაკზე დარჩნენ. ისინი არიან მოწმეები, რომლებიც ე.წ. ნახალოვკელების დაჯგუფებას ნარეკვავში დახვდნენ.

ნახალოვკელთაგან ერთ-ერთის, ა.ქ.-ს ჩვენება სხვა დაკავებულების, მათ შორის, “ოქროს მოწმის” ჩვენებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ა.ქ.-ს თავის ჩვენებაში ამბობს, ნარეკვავიდან წამოსვლის დროს, დაახლოებით 5 წუთში, მათ გზის პირზე 4 ადამიანი შენიშნეს, –  ერთ-ერთი დაკავებული, ზ.ხ. ამბობს, რომ მათ ეს პირები შემთხვევით არ დაუნახავთ, არამედ მანქანიდან მიზანმიმართულად გადავიდნენ.

გურამ ამირხანაშვილთან დაკავშირებით  ა.ქ. აღნიშნავს, აინახეს, როგორ გარბოდა ამირხანაშვილი, ეძახდნენ და ეს უკანასკნელი საკუთარი ნებით გამოვიდა მათთან. თავად “ოქროს მოწმე” კი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ როდესაც ისინი თბილისში ბრუნდებოდნენ, “ტოიოტა ქემრის” მგზავრებს, არაგვის ხიდთან ავტომობილი გაეჩერებინათ, თუმცა ა.წ. თავის ჩვენებაში საწინააღმდეგოს ამბობს.

საქმეში ჩართული ადვოკატები ამბობენ, რომ ამჯერად არსებული მტკიცებულებებით ბრალი ვერც ერთ დაკავებულს ვერ დაუმძიმდება და სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებასაც უკანონოდ მიიჩნევენ. ადვოკატ გიორგი ყიფშიძის თქმით, მოწმე, რომელიც გამოძიების პროცესში ცვლის ჩვენებებს, მისგან სასამართლოზეც განსხვავებული ჩვენების მიცემაა მოსალოდნელი.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 11 პირის სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა.  მოსამართლემ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

19 ივლისს დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 11 პირის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა.

მომდევნო პროცესი  31 ივლისს არის ჩანიშნული.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებულია 17 პირი.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია,  რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. ექსპერტიზის თანახმად,  გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

ისინი ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები