დოქტორი გერტ ვანდენ ბოსშე: „შეაჩერეთ ვაქცინაცია! წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება კატასტროფა“

-„შეაჩერეთ ვაქცინაცია! წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება კატასტროფა.“ ამ სათაურით აქვეყნებს ღია წერილს დოქტორი – გერტ ვანდენ ბოსშე – ამჟამად, ვაქცინის შექმნის ოფისის ხელმძღვანელი გერმანიის ინფექციური კვლევების ცენტრში, 2008 წელს კი, მილენდა და ბილ გეითსების ფონდის უფროსი მენეჯერი ვაქცინის შექმნის და განვითარების საქმეში. დოქტორი სერთიფიცირებულია ვირუსოლოგიაში და მიკრობიოლოგიაში. არის 30 პუბლიკაციის ავტორი. „დღევანდელი ვაქცინაციის პროგრამამ შეიძლება გაანადგუროს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი. უფრო და უფრო ძნელი ხდება იმის წარმოდგენა და დაჯერება, რომ ეს ფართომასშტაბიანი, ადამიანის მცდარი ჩარევის შედეგები ამ პანდემიაში ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გაანადგურებს . ალბათ, ამავე ეფექტის მქონე, ძალიან ცოტა სხვა სახის სტრატეგიის მოფიქრება იქნებოდა შესაძლებელი, რომლის საშუალებითაც, ეს შედარებით უწყინარი ვირუსი, ადამიანთა მასობრივი განადგურების ბიოლოგიურ იარაღად გადაიქცეოდა. ” ეს ღია წერილი ძალიან დიდია. მასში დოქტორი მეცნიერულად ხსნის და ასაბუთებს თავის აზრს ვირუსის და ვაქცინაციის შესახებ. ამიტომ, მხოლოდ საინტერესო ამონარიდები ამოვიწერე. მეცნიერი ამტკიცებს, რომ ვაქცინირებული ადამიანებიც და ისინიც, ვინც კოვიდ-19 -ზე პოზიტიურები არიან, ვაქცინაციის შემდეგ დაკარგავენ როგორც შეძენილ, ისევე ბუნებრივ იმუნიტეტს. ამ ახალი mRNA ტექნოლოგიით შექმნილმა ვაქცინამ, ვაქცინაციის შემდეგ, მართალია, დაუადასტურებელი, მაგრამ 1000 ადამიანის სიკვდილი და უამრავი გვერდითი მოვლენა გამოიწვია. ვაქცინაციის შედეგების გაცნობის საუკეთესო წყაროა ბარბარა ლო ფიშერის ვებ გვერდი – “რეაქცია ვაქცინებზე . ვაქცინაცია არ იყო სწორი და გამართლებული საშუალება ამ ვირუსის წინააღმდეგ. “როცა ომს აწარმოებ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენ გაქვს ამ ომისთვის შესაფერისი იარაღი მტრის წინააღმდეგ, რომელსაც შენ უკვე იცნობ და გამოკვლეული გაქვს”. ამ გენეტიკურ ვაქცინაციას ასე ახასიათებს: — ვაქცინაცია ქმნის ვირუსის გავრცელების ასიმპტომურ შემთხვევებს, რადგან ვაქცინები ხელს არ უშლის ინფექციას და მის გავრცელებას. — ის უბრალოდ თრგუნავს კოვიდ 19-ის სიმპტომებს და ხელს უშლის პაციენტის საავადმყოფოში სპეციალურ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს. მაგრამ რის ფასად? — ის ასტიმულირებს მხოლოდ ხელოვნურად გამოწვეულ ანტიგენის (ნივთიერება, რომელიც იწვევს თავდაცვის რეაქციას) სპეციფიკურ ანტისხეულებს და არა ბუნებრივ მკვლელ უჯრედებს, რომლებიც საჭიროა კორონა ვირუსის ეფექტურად გასანეიტრალებლად. — საშუალებას აძლევს ანტიგენის სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომლებიც, შეიძლება ვერ მოხდეს ახალ ვარიანტებზე, მუდმივად დარჩნენ და კონკურენცია გაუწიონ, დაანგრიონ და გაანადგურონ ქმედითი და ერთგული მეომარი უჯრედები. — ეხმარება ვირუსს, შექმნას ახალი ვარიანტები და “ასწავლის” ვირუსს, განთავისუფლდეს ვირუსული იმუნიტეტისგან. მოკლედ, თუ ფრთხილად არ ვიქნებით, კაცობრიობა შეუდარებელი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) დაადასტურა, რომ mRNA ვაქცინა გენური თერაპიის ფორმაა, რომელსაც შეუძლია სერიოზული ჯანმრთელობის რისკები გამოიწვიოს, როგორიცაა ტოქსიკურობა, ანთება და კიბო. უამრავმა ექიმმა და მეცნიერმა გააფრთხილა მსოფლიო ვაქცინების რისკების შესახებ. ლაპარაკია ვირუსზე, რომელიც არის ჩვეულებრივი გრიპის მსგავსი და რომლის გადარჩენის მაჩვენებელიც არის 99, 4 %-დან 99, 8%-მდე. აღნიშნული პრობლემები უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება სასწრაფოდ და საერთაშორისო სამედიცინო და მეცნიერული საზოგადოებისგან, მათ შორის ჯანმოსგან, მე ველოდები გამოხმაურებას. – ასე ამთავრებს ავტორი თავის ღია წერილს.

ლინკი: https://www.geertvandenbossche.org/

ნახეთ კიდევ: 

https://citymilanonews.com/

კომენტარები