შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, არ დაუბრუნდეს ღია ცის ხელშეკრულებას- „კრემლში მწუხარებას…“-დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:

-„აშშ-ის გადაწყვეტილება, არ დაუბრუნდეს „ღია ცის შეთანხმებას“, კრემლში მწუხარებას იწვევს. შეთანხმება რჩება, თუმცა, რა თქმა უნდა, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობის გარეშე ის ბევრი კუთხით კარგავს თავის სიცოცხლისუნარიანობას“.

ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, – აშშ „ღია ცის შეთანხმებას“ აღარ დაუბრუნდება. მიმდინარე წლის ბოლომდე შეთანხმებიდან გასვლას რუსეთიც გეგმავს.

კომენტარები