შეზღუდვების გახანგრძლივება – „სისტემამ გაუძლო 100 000 მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას, მესამე ტალღა რომ არ გვინდა, ამიტომ იქნა მიღებული“ – პაატა იმნაძე

 საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„იმის გამო, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა რომ არ დაიწყოს, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება შეზღუდვების გახანგრძლივების თაობაზე.

ვხედავთ, -პრაქტიკულად, ევროპაში მესამე ტალღა ძალიან ბევრ ქვეყანაშია, ის, რაც ჩვენ გვქონდა ყველასთვის მეორე და ჩვენთვის რეალურად პირველ ტალღაზე, ნოემბრის ბოლო-დეკემბრის დასაწყისი, ჩვენმა სისტემამ გავუძელით მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას 100 000 მოსახლეზე. სისტემამ გაუძლო, ხარვეზებით, მაგრამ გაუძლო, სამწუხაროდ, ვხედავთ,  ძალიან ბევრმა ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ ვერ გაუძლო. აქედან გამომდინარე,  რომ არ გვინდა,  იყოს მესამე ტალღას რასაც ეძახიან, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ცოტა კიდევ გავუძლოთ, გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, იმის გარანტია რომ გვქონდეს, მესამე ტალღას, ასე ვთქვათ, გავუძვრებით, ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება. ამასობაში, წამოგვეწევა ვაქცინაციაც, სითბოც, ყველაფერი ეს  საშუალებას მოგვცემს, გაცილებით მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ,  პაატა იმნაძემ.

დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე იმოქმედებს

.

კომენტარები