“შეზღუდვების ფრთხილი ოპტიმიზმით მოხსნით, უდიდესი პასუხისმგებლობა გადმოდის ჩვენზე”-გია აბაშიძე :

დამოუკიდებელი ექსპერტი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით წერს –

“შეზღუდვების ფრთხილი ოპტიმიზმით მოხსნით, უდიდესი პასუხისმგებლობა გადმოდის ჩვენზე. ძალიან გთხოვთ, შევინარჩუნოთ ის, რასაც მივაღწიეთ. ეს არა მხოლოდ კომფორტული, თავისუფალი ცხოვრებისთვის გვინდა. გახსოვდეთ, რომ ჩვენ გარშემო უამრავი ახლობელია, ვინც სამსახური დაკარგა, თუნდაც ქორეოგრაფიაში ანდა თეატრში (არასახელმწიფო, უხელფასო) მომუშავემ.
საინტერესოა, კულტურის სფეროს ანტიკრიზისული პროგრამა როდის გამოქვეყნდება?..
ხომ გვინდა კულტურის და არაერთი სფეროს კარგად ყოფნა და ხელახლა ამუშავება? ხომ გვინდა თუნდაც გემრიელი კონცერტები და სპექტაკლები?
მაშინ დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის ნორმები, ავიტანოთ ეს პირბადეები, სანიტაიზერები და მალე დავიბრუნოთ უწინდელი სილაღე.
წმინდა ნიკოლოზი გვფარავდეს! მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ – ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის დღეს აღნიშნავს.”-წერს გია აბაშიძე

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები