„შეზღუდვები ნაადრევად მოხსნეს – ქვეყანაში შიდა საზოგადოებრივი გავრცელება ხდება“-ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა:

-„შეზღუდვები ნაადრევად მოხსნეს. რეპროდუქციული მაჩვენებელი ერთზე ზემოთ არის, ხდება შიდა საზოგადოებრივი გავრცელება. შემაკავებელი ღონისძიებები ამ დროს არის მხოლოდ და მხოლოდ პირბადე, დისტანციის დაცვა, ვაქცინაციის პროცესი, მობილობის შეზღუდვა.

ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში რეალურად მობილობა შეზღუდული არ გვაქვს. ძალიან ნაადრევად იქნა მოხსნილი  ყველა შეზღუდვა. მეორეს მხრივ,  ვაქცინაცია ვერ არის ისეთი წარმატებული, რომელსაც ტალღაზე შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს. რეალურად  პირბადის ამარა დავრჩით.

ადამიანები მას ძალიან მაღალი შეგნებით თუ არ მოეკიდებიან, რეალურად ეს მესამე ტალღა გარდაუვალია“.

საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა.

კომენტარები