„შეთანხმება ცუდი არ არის, არ „ტეხავს“. შეთანხმება და კომპრომისი არ ნიშნავს“-გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში –  „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა:

-„შეთანხმება ცუდი არ არის, არ „ტეხავს“. შეთანხმება და კომპრომისი არ ნიშნავს, -მე წავაგე და სხვამ მოიგო. პარტნიორების მხრიდან ზეწოლა ხდება როგორც „ქართულ ოცნებაზე“, ისე ოპოზიციაზე.

საზოგადოების განწყობა არის შეთანმხებისკენ, ხალხს უნდა შეთანხმება. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, თუ არ შეთანხმდები, „თაგვმა თხარა, თხარაო“… ისე გამოგივა ყველაფერი. ნორმალური კომპრომისული შეთანხმების, მანამდე უნდა მოხდეს ეს, შემდეგ შეიძლება გვიანი იყოს. არ გვინდა აშლილობები, არეულობები, შეთანხმება უნდა იყოს, უნდა შედგეს საგზაო რუკა, პოლიტიკური კრიზისიდან როგორ გამოვდივართ. ერთ დღეში ვერ გამოვალთ ამ კრიზისიდან, – არის შეთანხმება, შემდეგ მისი იმპლემენტაცია, შემდეგ კიდევ რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

დახურულ კარს მიღმა არის ზეწოლაც, რჩევაც, პოზიციების გაცვლაც, გაცილებით უფრო ღიად, პირდაპირი ენით, ვიდრე საჯარო სივრცეში, სადაც უფრო დიპლომატიური ენაა. იმდენი ხანია ამ ელჩებთან და ფასილიტატორ-მოდერატორებთან გვაქვს ურთიერთობა, ნახევარი სიტყვით უკვე ვიცით, ვინ რას და როგორ ფიქრობს. რამდენადაც ჩვენ მივდივართ არგუმენტებით, იმდენი უკუარგუმენტები გვხვდება“.

კომენტარები