შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა – ხელყუმბარა ისროლა

უკრაინაში ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია. მას ასევე ასაფეთქებელი ნივთიერება აქვს.

სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრი გადაკეტეს. ადგილზე პოლიციისა და სპეცსამასახურების ძალებია მობილიზებული.

პოლიციის ინფორმაციით, შესაძლოა, ავტობუსში ოცამდე ადამიანი იმყოფებოდეს.

უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსის სიახლოვეს, რომელშიც მძევლები იმყოფებიან, კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა.

ტერორისტმა ხელყუმბარა ისროლა. მამაკაცი ამით  ცდილობს მისი მოთხოვნების სტიმულირებას.

„სოციალური ახალი ამბების პირველი არხის“ ინფორმაციით, დამნაშავემ ინფორმაციის გადაცემის არხად, სწორედ ეს მედიასაშუალება აირჩია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტობუსთან რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.აფეთქდა სამი ასაფეთქებელი პაკეტი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ავტობუსის გამტაცებელი მძევლებისთვის წყლისა და საჭმლის გადაცემის საშუალებას არ იძლევა.

ამ ბოროტმოქმედის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეთია, როგორც ნებისმიერი იმ ადამიანის, რომელიც სხვების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. მძევლებისთვის წყლისა და საჭმლის გადაცემის საშუალებას არ იძლევა.

უკრაინაში ქალაქ ლუცკში მძევლების აყვანასთან დაკავშირებული სიტუაცია უკვე 7 საათის განმავლობაში გრძელდება. შეიარაღებულმა პირმა, ორჯერ ნასამართლევმა მაქსიმ კრივოშმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს. სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრი გადაკეტეს. ადგილზე პოლიციისა და სპეცსამასახურების ძალებია მობილიზებული. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში ოცი ადამიანი იმყოფება.

კომენტარები