შეიძლება თუ არა ჰიპერტონიკებისთვის თვითმფრინავით მგზავრობა?

გადაფრენები და გარემოს შეცლა ჯანმრთელი ორგანიზმისთვისაც კი საკმაოდ სტრესულია. ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებით კი ფრენის წინ უფრო მეტი წინდახედულობის გამოვლენა მართებთ.

უსაფრთხო მგზავრობისთვის მხოლოდ 7 წესის დაცვაა აუცილებელი:

  1. წინასწარ მოამზადეთ ორგანიზმი საათობრივი სარტყლის ცვლილებებისთვის. ამისთვის, გამგზავრებამდე ერთი კვირის განმავლობაში შეცვალეთ თქვენი დღის განრიგი, რომ ორგანიზმს ახალ გარემოში ყოფნა გაუადვილდეს.
  2. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე შეეცადეთ თანდათანობით შეამციროთ სიგარეტის, ალკოჰოლური სასმელების, კოფეინის და სხვა მსგავსი ნაერთების მიღება.
  3. გამგზავრებამდე დაახლოებით 2-3 კვირით ადრე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს და გააფრთხილეთ, რომ მალე საათობრივ სარტყელს შეიცვლით. ექიმმა შესაძლოა პრეპარატების მიღების რეჟიმი შეგიცვალოთ და სხვა საკითხების გადაწყვეტაშიც დაგეხმარებათ.
  4. გამგზავრებამდე და მის მერე შეეცადეთ აქტიური სპორტით არ დაკავდეთ. ამ პერიოდში ზედმეტი დატვირთვა აკრძალულია.
  5. გაზარდეთ სასმელი წყლის მიღების რაოდენობა. გადაფრენის დროს ორგანიზმი საათში დაახლოებით ერთ ჭიქა სითხეს კარგავს. ამიტომ, ყოველ საათში ერთი ჭიქა სითხე მიიღეთ (წყალი ან წვენი). მთავარია ალკოჰოლური სასმელები არ დალიოთ.
  6. ფრენის დროს ეცადეთ არ იჯდეთ, შეეცადეთ გაიაროთ, გააკეთოთ გარკვეული ვარჯიშები. ეს კუნთების ტონუსში მოყვანას დაეხმარება და სისხლის მიმოქცევას დაეხმარება.
  7. გაიხადეთ ფეხზე. ფეხები დაისვენებენ და სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება.

წყარო: „soulblog.ru“

კომენტარები