„ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე“

21 სექტემბერს, სიონის ტაძარში  ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატები დაესწრნენ.

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა:

„შემთხვევით არაფერი ხდება. არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო არის წილხვედრი. ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ მარიამის დაბადების დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე. საქართველო, წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს“.

კომენტარები