„შემოდგომაზე მეოთხე ტალღა…გადამწყვეტი იქნება ვაქცინირებულთა…“-ამირან გამყრელიძე

შეიძლება, შემოდგომაზე მეოთხე ტალღაც იყოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

-„პანდემიის მეოთხე ტალღის ალბათობას ვერავინ გამორიცხავს. ეს დამოკიდებულია რეკომენდაციის დაცვაზე, ზაფხულში გადამწყვეტი იქნება ვაქცინირებულთა რაოდენობაც. ჩვენთან ორჯერადად აცრილთათვის, ვერ მოხერხდება რეგულაციების შემსუბუქება, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა გარკვეული მაჩვენებელი გვექნება. დღეში დაახლოებით 5-7 ათასი კაცი უნდა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, აცრილი პირების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი რომ მივიღოთ, მოსახლეობაში იმუნური ფენა რათა შეიქმნას. ალბათ დაგვჭირდება ვაქცინის მესამე დოზაც, უფრო მყარი იმუნიტეტი რომ შეიქმნას. ვაქცინაზე უკეთესი კაცობრიობას არაფერი გამოუგონია, „COVID 19“-ის დასრულების გზა გადის ვაქცინაციაზე. ახალი ველოსიპედი არ არის, რომ დღეს პირბადეების ტარება აუცილებელია“.

კომენტარები